თელავის N5 საჯარო სკოლაში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
03-12-2018
თელავის N5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „ახალი სიცოცხლის“ წევრებმა შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია მოაწყვეს.
მოსწავლეები ამ თემაზე VII, VIII, IX და X კლასის მოსწავლეებს ესაუბრნენ. შეხვედრის შემდეგ გაიმართა დისკუსია და დამზადდა კედლის გაზეთები.
ღონისძიებას სამოქალაქო განათლების პედაგოგი ზეინაბ კაკალაშვილი ხელმძღვანელობდა.
ასევე, სკოლა მონაწილეობდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის