თხილნარის N1 საჯარო სკოლაში ლიტერატურული საღამო გაიმართა
03-12-2018
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მინდია აბაშიძის სახელობის თხილნარის N1 საჯარო სკოლის მეორე კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურული საღამო - „მიილია შემოდგომა“ ჩაატარეს. სკოლის აღსაზრდელებმა, დამრიგებლის ხელმძღვანელობით შემოდგომის კუთხე მოაწყეს და საშემოდგომო ნობათი გამოფინეს.
მერეკლასელებმა ასევე თემატური ლექსები წაიკითხეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა წარმოადგინეს რამდენად მრავალფეროვანია შემოდგომა. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის