ახალციხის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები შრომითი უნარების განვითარებაზე ზრუნავენ
03-12-2018
ახალციხის N3 საჯარო სკოლა საზოგადოებრივ კოლეჯ „ოპიზარის“ მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამაში „სკოლის მოსწავლეებში შრომითი/პროფესიული უნარების განვითარება“ მონაწილეობს.
პროექტში მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ. ისინი თმის სტილისტის კურსებს გადიან.
აღნიშნული კურსი ხელს უწყობს მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებას.