სავანეთის საჯარო სკოლის უფროსი პედაგოგები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ
03-12-2018
ბოლნისის მუნიციპალიტეტის, სავანეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები, რომლებმაც უფროსი პედაგოგის სტატუსი მოიპოვეს, სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ბოლნისის გამგეობაში მუნიციპალიტეტის უფროსი პედაგოგების დაჯილდოება გაიმართა.
დაჯილდოების ცერემონიალს სკოლის დირექტორები, პედაგოგები და რესურსცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
34 პედაგოგიდან 7 პედაგოგი გახდა სერტიფიცირებული, დანარჩენი პრაქტიკოსი პედაგოგები არიან და გამოცდების ჩასაბარებლად ემზადებიან.
„პედაგოგის წარმატება სკოლის წარმატებაა. სკოლის წარმატება კი მოსწავლეებზეა დამოკიდებული, რომელთაც საგანმანათლებლო საქმიანობით უძღვებიან პედაგოგები“,-ამბობს სავანეთის საჯარო სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის