წრომის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
30-11-2018
ხაშურის მუნიციპალიტეტის, წრომის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს. სკოლის აღსაზრდელებმა თემატური ლექსები წაიკითხეს და სპექტაკლი დადგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა როლები ოსტატურად შეასრულეს და დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტები დაიმსახურეს.
„პედაგოგების აქტიური თანამშრომლობის შედეგი იყო ის ლამაზი ღონისძიება, რომლითაც გააცილეს სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის