ერკეთის საჯარო სკოლის მოსწავლე და პედაგოგი ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე -19 შეკრებაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
30-11-2018
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ერკეთის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე თამარ თედორაძე და მისი ხელმძღვანელი, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ციალა ჭიხვარია ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე -19 შეკრებაში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ.
ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე -19 შეკრება, 24 ნოემბერს მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა. სკოლის აღსაზრდელი ღონისძიებაზე მოსწავლეთა 72-ე სასწავლო - შემოქმედებით კონფერენციაში გამარჯვებული თემით - „ვპოვე ფესვები, ანუ ბაბუა ჩემი“ წარსდგა.
მოსწავლე დიპლომით დაჯილდოვდა, მასწავლებელი კი - მადლობის სიგელით.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის