ხოჯორნის საჯარო სკოლაში ხატვის შიდა სასკოლო კონკურსი გაიმართა
30-11-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის, ხოჯორნის საჯარო სკოლაში ხატვის შიდა სასკოლო კონკურსი გაიმართა. კონკურსში I-VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. კონკურსის თემა იყო შემოდგომა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, კონკურსი საინტერესო იყო იმით, რომ არცერთ ნახატს არ ეწერა შემსრულებელი, მხოლოდ მინიჭებული ჰქონდათ ნომრები. ჟიურის შემადგენლობაშიც 4 მშობელი,1 მასწავლებელი და 2 უფროსკლასელი მოსწავლე იყვნენ. შეფასება სამბალიანი სისტემით შედგა.
მინიჭებული ქულებით პირველი ადგილი მე-5 კლასელმა შავარშ ღარიბიანმა დაიკავა, II ადგილი მე-6 კლასის მოსწავლეს სედა მიკოიანს ერგო, III ადგილი კი 17-17 ქულით მე-7კლასის მოსწავლემ ჰასმიკ სირადეღიანმა და მე-5 კლასის მოსწავლემ გაინაწილეს. მასწავლებელთა სიმპატია მე-5 კლასის მოსწავლემ ნარე ვერმიშიანმა დაიმსახურა. წახალისებისა და მოტივაციისთვის სიგელები გადაეცათ პირველკლასელებსაც, რომელთათვისაც ეს პირველი კონკურსი იყო.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს