აზიზკენდის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
30-11-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის, აზიზკენდის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“ გაიმართა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა საკლასო ოთახი მორთეს, შემოდგომასთან დაკავშირებული სამეურნეო სამუშაოებები შეისწავლეს, სპექტაკლები - „რთველი“ და „კომბლე“ დადგეს, საშემოდგომო სიმღერები შეასრულეს და ლექსები წაიკითხეს.
ღონისძიება ჩატარდა ქართულის, როგორც მეორე ენის კონსულტანტ- მასწავლებლის მაგდანა ერაძისა და დამხმარე მასწავლებლების იზოლდა ზუბიაშვილისა და თინათინ მაჭარაშვილის ინიციატივით.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის