ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტექნიკურ საგნებში ცოდნა გაიღრმავეს
30-11-2018
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (სდსუ) მიიწვიეს, სადაც ისინი stem აკადემიის საინფორმაციო-შემეცნებით სამუშაო შეხვედრაში ჩაერთნენ.
კერძოდ, აღნიშნულის ფარგლებში განხილულ იქნა მეცნიერება, ტექნოლოგიები, ინჟინერია და მათემატიკა (STEM დარგები).
მოსწავლეებს საშუალება მიეცათ ჩართულიყვნენ წარმატებული საუნივერსიტეტო ცხოვრების სამზადისში და ტექნიკური საგნებში ცოდნა გაეღრმავებინათ.
აღსანიშნავია, რომ STEM აკადემია ინგლისურ ენაზე ჩატარდა.
აკადემიის მუშაობის დასასრულს ყველა მონაწილეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სერთიფიკატი გადაეცა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს