ოფრეთის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება „ფერადი შემოდგომა“ ჩატარდა
30-11-2018
ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა საინტერესო აქტივობები გაიმართა. სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით მოეწყო შემოდგომის კუთხე, ამოავლეს ჩურჩხელები და სკოლაშივე მოხარშეს გოგრა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო შემოდგომასთან დაკავშირებული ნახატების და თემების გამოფენა, ასევე ჩატარდა ინტელექტუალური თამაში „ყველაზე ჭკვიანი“. აღსანიშნავია ის, რომ მოსწავლეთა ნაშრომებზე მათი სახელები და გვარები არ იყო მითითებული, დამთვალიერებელს კი შეეძლო ფარული კენჭისყრით აერჩია სასურველი ნაშრომი. არჩევანი გააკეთეს, როგორც მასწავლებლებმა ასევე მშობლებმა.
ღონისძიების თითოეულ მოსწავლეს გადაეცა ღონისძიებაში მონაწილეობის სიგელი. საუკეთესო თემისა და ნახატის ავტორად დასახელდა ოფრეთის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ქრისტინე ლავრენტიევა , მანვე გაიმარჯვა ინტელექტუალურ თამაშში და დამსახურებულად მოიპოვა სკოლის „ყველაზე ჭკვიანი“ მოსწავლის სტატუსი.
სკოლის დირექცია გაწეული სამსახურისთვის მადლობას უხდის ღონისძიების ორგანიზატორებს ქართულის, როგორ მეორე ენის კონსულტანტ- მასწავლებელს თინა ბაწაშვილსა და ხელოვნების პედაგოგს ვლადიმერ მელაშვილს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს