როდის დამტკიცდება ერთიანი ეროვნული და სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები?!
30-11-2018

ერთიანი ეროვნული და სკოლის გამოსაშვები გამოცდების (CAT) პროგრამებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ამტკიცებს.

ჯერჯერობით სამინისტროს ახალი პროგრამები არ დაუმტკიცებია, თუმცა წინა წლების გათვალისწინებით, ახალი პროგრამები, სავარაუდოდ იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი. მანამდე კი Etaloni.ge 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და 2017-2018 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამებს გთავაზობთ:

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები

2017-2018 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდების პროგრამები

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ერთიან ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატში (4 საგანში) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრმა ცვლილებები განახორციელა. შესაბამისად, გარკვეულ ცვილელებებს აბიტურიენტები საგამოცდო პროგრამაშიც უნდა ელოდონ.

ასევე იხილეთ: 

შეცვლილი ტესტების ნიმუშები 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის

„გარტყმით“ სწორი პასუხების დაგროვება აღარ გამოუვათ აბიტურიენტებს - პედაგოგები „ნაეკის“ მიერ განხორციელებულ ცვლილებებს აფასებენ

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203