ბათუმის N1 საჯარო სკოლაში ტოლერანტობის თემაზე ვორქშოფი გაიმართა
30-11-2018

ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით ბათუმის N1 საჯარო სკოლაში გაიმართა მცირე ვორქშოფი ტოლერანტობაზე. 

შეხვედრა სკოლის ეზოში გაიმართა. აქტივობა ტოლერანტობის, როგორც ღირებულების მნიშვნელობის გააზრების მიზნით გაიმართა. სავარჯიშოს მეშვეობით მიღებული გამოცდილებას გამოყენებას მოსწავლეები პრაქტიკაში შეძლებენ. 

მსგავსი აქტივობები კვლავ გაიმართება ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც თავისუფალ ჟურნალისტთა სახლსა და ბათუმის N1 საჯარო სკოლას შორის გაფორმდა.

აქტივობა ხორციელდება „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ [PITA] ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNAG), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

იხილეთ ფოტოები 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203