თბილისის N117 საჯარო სკოლაში სამოდელო გაკვეთილი ჩატარდა
29-11-2018
თბილისის N117 საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებელმა, ლია გორგაძემ სამოდელო გაკვეთილი ჩაატარა. 

გაკვეთილი V კლასში თემაზე „მათემატიკა და ეკოლოგია“ ჩატარდა. 

გაკვეთილზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები: ამოცანების შესაბამისი ნახატები და დევიზები, რომლებიც ეკოლოგიურ პრობლემებს ეხებოდა. 

მოსწავლეების აქტიური ჩართვით საგაკვეთილო პროცესი ხალისიანად წარიმართა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203