შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პროექტ CERTUS-ის მონაწილეებისათვის ინფორმაციას ავრცელებს
29-11-2018

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პროექტ CERTUS-ის მონაწილეებისათვის ინფორმაციას ავრცელებს.

თუ პროექტ Certus-ზე დარეგისტრირდით, გადაიხადეთ შესაბამისი საფასური და ტესტირებაში მონაწილეობა არ მიიღეთ, გაქვთ შესაძლებლობა დაიბრუნოთ გადახდილი თანხა.

განაცხადები გადახდილი თანხის დაბრუნების შესახებ მიიღება 10 დეკემბრის 18:00 საათამდე შემდეგ მისამართზე: თბილისი, მინდელის ქუჩა N9.

განმცხადებელმა თან უნდა იქონიოს:

  • აპლიკანტის/გადამხდელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი სხვა პირია - კანონიერი წარმომადგენლის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა).

განაცხადს თან უნდა დაერთოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი და ბანკის მიერ გაცემული საბანკო რეკვიზიტი, რომელშიც მითითებული იქნება:

ბანკის კოდი, ანგარიშის ნომერი და ანგარიშის დასახელება.

გაითვალისწინეთ!

იმ შემთხვევაში, თუ სარეგისტრაციო საფასური გადახდილია:

  • საბანკო დაწესებულებაში ან ინტერნეტ ბანკინგის საშუალებით, საფასური დაბრუნდება მხოლოდ გადამხდელის ანგარიშზე;
  • გადახდის შესაძლო სხვა საშუალებების (თვითმომსახურების ტერმინალი, ვებგვერდი...) გამოყენებით, საფასური დაბრუნდება მხოლოდ აპლიკანტის ანგარიშზე.

დეტალური ინფორმაციისათის დარეკეთ ცხელ ხაზზე: 2 47 33 33.

მიმდინარე წლის 31 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი პროექტის - CERTUS-ის ფარგლებში გაცემული უცხოური ენის სერტიფიკატის მფლობელებს ენის გამოცდის ჩაბარების ვალდებულება აღარ ექნებათ შემდეგი უმაღლესი სასწავლებლების - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის (სდასუ) და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203