საკლასო შეფასების საკითხებით დაინტერესებული მასწავლებლებისთვის ვებინარის პრეზენტაცია გამოქვეყნდა
29-11-2018

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგებისთვის ვებინარის პრეზენტაციას აქვეყნებს.

საკლასო შეფასების საკითხებით დაინტერესებული მასწავლებლებისთვის ვებინარი თემაზე - ჯგუფური მუშაობის შეფასება მიმდინარე წლის 21 ნოემბერს ჩატარდა.

"მსმენელთა და იმ მასწავლებელთა დიდი ინტერესიდან გამომდინარე, რომლებმაც ვერ მოახერხეს ვებინარზე დარეგისტრირება, გიზიარებთ ვებინარის პრეზენტაციას.

პრეზენტაციის ჩამოტვირთვა შესაძლებელია შემდეგი ბმულიდან",-ნათქვამია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვებინარის შინაარსის განხილვის ან მასთან დაკავშირებული კითხვებისა და კომენტარებისთვის შეგიძლიათ შეუერთდეთ საგანმანათლებლო სოციალურ ქსელ EDMODO-ს საკლასო შეფასების ჯგუფს შემდეგი კოდის გამოყენებით: s69dr6

ვებინარს უძღვებოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საკლასო შეფასების სპეციალისტი მარიანა ხუნძაყიშვილი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203