თბილისის N73 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს
29-11-2018
თბილისის N73 საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა“ ჩაატარეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი ნომრებით წარსდგნენ - სხვადასხვა ენაზე ლექსები წარმოთქვეს, იმღერე და სპექტაკლი - „ბუზები და ფუთქრები“ დადგეს.

ღონისძიებას სკოლის დირექცია, მშობლები, დაწყებითი კლასის მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

„ღონისძიებაზე მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინეს, როლები ოსტატურად მოირგეს და დამსწრე საზოგადოების აპლოდისმენტები დაიმსახურეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203