თბილისის N103 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა შთამბეჭდავად გააცილეს
29-11-2018
თბილისის N103 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ლალი თეთრაძის ხელმძღვანელობით, პროექტი „შემოდგომა 2018“ განახორციელეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში, სკოლის აღსაზრდელებმა სხვადასხვა აქტივობები ჩაატარეს - საშემოდგომო თემაზე აპლიკაციები დაამზადეს, „სურვილების ფოთლებით“ სეზონური ხე მორთეს და შთაბეჭდილებების გამოფენა-პრეზენტაცია გამართეს.
პროექტის დასასრულს კი მოაწყეს გასვლითი გაკვეთილი ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღია ცის ქვეშ. მოსწავლეებმა ეთნოგრაფიული მუზეუმი დაათვალიერეს, რომელიც საქართველოს მინიატურულ მოდელს წარმოადგენს და მის მრავალფეროვან ეთნოკულტურას ასახავს.
მოსწავლეები გიდის დახმარებით საქართველოს კუთხურ თავისებურებებს და არქიტექტურას გაეცნენ. შემდეგ კი კუს ტბაზე გაისეირნეს და მიმდინარე სეზონურ ცვლილებებს და გარემოში გაგნების ბუნებრივ მანიშნებლებს დააკვირდნენ. მეოთხეკლასელებმა ასევე ივარჯიშეს და ერთმანეთს მძლეოსნობაში შეეჯიბრნენ. ბოლოს კი, სუფთა ჰაერზე პიკნიკი მოაწყეს.
„ასე შთამბეჭდავად გააცილეს შემოდგომა მეოთხეკლასელებმა და კიდევ ერთი ლამაზი სასკოლო წარმატების ფურცელი შეავსეს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს