პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მოქმედი მასწავლებლებისთვის პედაგოგიურ კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს
28-11-2018

პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მოქმედ მასწავლებლებს პედაგოგიურ კურსზე რეგიგსტრაციის გავლა მიმდინარე წლის 12 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ცნობით, ინდივიდუალური კონსულტირების მიზანია, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაზაზე ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების მასწავლებელთა პედაგოგიური კომპეტენციის ამაღლებას, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოდულური პროგრამების წარმატებით დანერგვას, სტუდენტების შეფასებაში წარმოქმნილი სირთულეების დაძლევას, სასწავლო პროცესის ხარისხიანად წარმართვას. კონსულტირების პროცესი ხელს უწყობს პროფესიული განათლების მასწავლებელს, დააგროვოს შესაბამისი გამოცდილება სტუდენტების შეფასებისას, ობიექტურად შეაფასოს სტუდენტი და გაზომოს სწავლის შედეგები.

ინდივიდუალური კონსულტირების გავლა შეუძლია მხოლოდ იმ მასწავლებელს, რომელსაც გავლილი აქვს პედაგოგიური კურსის ტრენინგ-მოდული - „კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში“.

კონსულტირების პროცესი ინდივიდუალურად წარმოებს მასწავლებელთან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში. თითოეული მასწავლებლის ინდივიდუალური კონსულტირება შესაძლებელია განხორციელდეს წლის მანძილზე ჯამში არაუმეტეს 6 საათისა, მასწავლებელთა ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. კონსულტირების პროცესში მკაცრად იქნება დაცული კონფიდენციალობა: მასწავლებლის თანხმობის გარეშე მასალები არ იქნება გაზიარებული სხვა მასწავლებლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის.

პროფესიული განათლების მასწავლებელთა პედაგოგიური კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

აღნიშნულ კურსზე რეგისტრაცია მიმდინარე წლის აპირლის თვეში გამოცხადდა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203