კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლებმა ფოთის N11 საჯარო სკოლაში პრეზენტაცია ჩაატარეს
27-11-2018
ფოთის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეებს კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლებმა წარუდგინეს პრეზენტაცია თემაზე „ნარჩენების მართვა“.
ღონისძიება, რომელიც მიმდინარე წლის 22 ნოემბერს გაიმართა, ფოთის N11 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის აღმოჩნდა ძალიან საინტერესო და ინფორმაციული.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა დისკუსია ნარჩენების მართვის მნიშვნელობაზე. შეხვედრის ბოლოს კი ფოთის N11 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრებმა სტუმრებს უამბეს მათი წამოწყებული კამპანიის შესახებ, სახელად, "არა პოლიეთილენის პარკებს" და მის ფარგლებში, ბავშვების მიერ შეკერილი ე.წ "ეკო ჩანთები" გადასცეს საჩუქრად. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს