ხუნწის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
27-11-2018
მარტვილის მუნიციპალიტეტის, ხუნწის საჯარო სკოლაში საფუძველი ჩაეყარა ინტელექტუალურ თამაშს - „რა? სად? როდის?“. სკოლის მოსწავლეთა ბაზაზე 4 გუნდი და 2 მასწავლებელთა გუნდი ჩამოყალიბდა. სკოლაში ინტელექტუალური თამაში უკვე გაიმართა. ერთმანეთს ორი გუნდი - „მაო" და „მებრძოლი“ შეეჯიბრა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აღნიშნული თამაშები ემსახურება მოსწავლეებში ინტელექტუალური დონის ამაღლებას.
პროექტის ორგანიზატორები ზოია გადელია და ნინო დანელია არიან. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის