ახალსოფლის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ვაცილებთ შემოდგომას“ გაიმართა
27-11-2018
გარდაბნის მუნიციპალიტეტის, ახალსოფლის საჯარო სკოლაში ღონისძიება - „ვაცილებთ შემოდგომას“ გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება მუსიკის, სპორტის და ხელოვნების პედაგოგებმა - ნაზი მაღალდაძემ, ლალი ფრეწუაშვილმა და ლია კუნელაურმა გაუწიეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ძალიან სანტერესო და შინაარსიანი გამოვიდა. მოსწავლეებმა გამოფინეს საკუთარი ნამუშევრები, თათარა მოხარშეს და ჩურჩხელები ამოავლეს.
სკოლის აღსაზრდელებმა ასევე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საეცეკვაო ნომრები შეასრულეს.
სკოლაში ასევე მოეწყო მხიარული სტარტები. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის