ქუტირის საჯარო სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურის წრე ფუნქციონირებს
27-11-2018
ხონის მუნიციპალიტეტის ქუტირის საჯარო სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურის წრის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე წრის ხელმძღვანელმა ბოლოთანხმოვნიან, ბოლოხმოვნიან და რიცხვით სახელთა მართლწერაზე ისაუბრა.
მოსწავლეებმა იმუშავეს, როგორც თეორიულ მასალაზე, ისე პრაქტიკულადაც.
წრის მიზანია მოსწავლეებმა სწორი მეტყველება და წერა ისწავლონ.
„როგორც წრის გეგმა ითვალისწინებდა, ყოველ მეორე მეცადინეობაზე ვმუშაობდით წაკითხული ტექსტის გააზრებაზე, რომლის მიზანი იყო, რომ მოსწავლეებს შეეძლოთ სხვადასხვა ხასიათის ტექსტების აღქმა, გააზრება და მწერლის მთავარი სათქმელის განსაზღვრა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის