საღოლაშენის საჯარო სკოლაში საგზაო უსაფრთხოების შესახებ ისაუბრეს
27-11-2018
ქარელის მუნიციპალიტეტის საღოლაშენის საჯარო სკოლაში ღონისძიებათა კვირეული „საგზაო უსაფრთხოება“ ჩატარდა.
კვირეულს სკოლის მანდატური მიხეილ ვიშნიაკოვი ხელმძღვანელობდა.
ის მოსწავლეებს მშობლებთან ერთად შეხვდა და ესაუბრა საგზაო უსაფრთხოების წესების ცოდნის და დაცვის შესახებ, გააცნო შუქნიშნის დანიშნულება და მნიშვნელობა საგზაო უსაფრთხოებისთვის, აუხსნა მოზარდებს გზაზე გადასვლის წესები, ესაუბრა მიწისქვეშა გადასასვლელების მნიშვნელობაზე.
„გარემო მეტად პოზიტიური და ნაყოფიერი აღმოჩნდა. ბავშვები და მათი მშობლები დიდი სიხარულით იყვნენ ჩართული სახალისო აქტივობებსა და თემატურ დისკუსიებში და ინტერესით უსმენდნენ მანდატურის საუბარს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს