ხაჯალიის საჯარო სკოლის პედაგოგმა აკაკი თავდგირიძემ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
27-11-2018
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, ხაჯალიის საჯარო სკოლის პედაგოგმა აკაკი თავდგირიძემ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. სკოლა პედაგოგებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის