ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ილემის საჯარო სკოლაში საინტერესო ღონისძიებები ხორციელდება.
სკოლის მოსწავლეებმა მშობლებთან გამართეს შეხვედრა. შეხვედრის თემა ბულინგი იყო.
ასევე, სკოლაში დააჯილდოვეს 2017-18 სასწავლო წლის წარჩინებული მოსწავლეები. მათ სიგელები გადაეცათ.
მიმდინარე წელს სკოლაში კიდევ რამდენიმე აქტივობა განხორციელდება, მათ შორის: შეხვედრა- სემინარი სკოლის ყველა მოსწავლესთან ერთად, თემაზე ტოლერანტობის საერთაშორისო დღე; სოციალური პროექტი „შობა-ახალი წელი საქართველოს კუთხეებში“ და საახალწლო ღონისძიება.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის