თბილისის N154 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილს ღონისძიება მიუძღვნეს
26-11-2018
თბილისის N154 საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება - „იაკობიდან დღემდე“ გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება დაწყებითი კლასების კათედრამ გაუწია.
სკოლის აღსაზრდელებმა იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. მოსწავლეებმა ასევე მწერლის მოთხრობების მიხედვით მინი სპექტაკლები დადგეს.
27 ოქტომბერს, იაკობ გოგებაშვილს დაბადებიდან 178 წელი გავიდა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის