ახალსოფლის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალური პროექტი „ვირჩევთ სიმღერას“ წარმატებით ხორციელდება
26-11-2018
ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალური პროექტი „ვირჩევთ სიმღერას“ წარმატებით ხორციელდება.
პროექტს პედაგოგი ლელა დათუნაშვილი ხელმძღვანელობს.
პროექტის ფარგლებში ჩატარდა 15 გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებმა შეისწავლეს ქართულ-ხალხური სიმღერები და საგალობლები, უფრო სიღრმისეულად გაეცნენ მუსიკალურ საკრავებს და მათი წარმოშობის ისტორიას.
„მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით არიან ჩართულები. პროექტი დასრულდება კლიპის გადაღებით“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის