ნაბაკევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მაყურებელს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორი წარუდგინეს
26-11-2018
სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ნაბაკევის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ნომრებით დატვირთული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიების მთავარი თემა იყო - საქართველო. მონაწილეებმა მაყურებელს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორი, ცეკვები და სამოსი წარუდგინეს.
როგორც სკოლის დირექტორი ეკა ჯამბურია აღნიშნავს, ღონისძიებაში მთელი სკოლის მოსწავლეები იყვნენ ჩართული. მათ ყველა ნომერი თავადვე მოიფიქრეს და მოამზადეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი ვალერიანე ფოცხვერია, განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, რესურსცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერმა აღნიშნა, რომ ძალიან სასიხარულოა სხვადასხვა ასაკის ბავშვების ჩართულობა მსგავს ღონისძიებებში და ბავშვებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადა. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს