ბოლნისის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სასკოლო ოლიმპიადაში სპორტის სამ სახეობაში 1-ელი ადგილი დაიკავეს
26-11-2018
ბოლნისის №5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა -2019“-ის ბოლნისის რეგიონალურ ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს. სკოლის აღსაზრდელებმასპორტის სამ სახეობაში მინი ფეხბურთში, კალათბურთსა და გეზრბენში მუნიციპალიტეტის მასშტაბით 1-ელი ადგილი დაიკავეს.
სკოლა აღსაზრდელებს გამარჯვებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს ბავშვთა და მოსწავლე ახალგაზრდობის სპორტის ეროვნული ფედერაცია.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის