ქარელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ელგუჯა ამაშუკელის ნამუშევრები დაათვალიერეს
26-11-2018
ქარელის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები თიბისი ბანკის არტ-გალერეაში იმყოფებოდნენ, სადაც ქართველი მოქანდაკის, ელგუჯა ამაშუკელის ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერეს.
IXა და IXბ კლასის მოსწავლეებთან ერთად გამოფენას ხელოვნების მასწავლებელი მაია კოპაძეც სტუმრობდა.
ღონისძიება „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის