ფოთის N11 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრები კოლხური ბზის გადარჩენაზე ზრუნავენ
23-11-2018
ფოთის N11 საჯარო სკოლის ეკო კლუბის წევრები კოლხური ბზის გადარჩენაზე ზრუნავენ. მოსწავლეებმა კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით მოპოვებული ჯანსაღი ბზა დაკალმეს, ქოთნებში ჩარგეს და უსაფრთხო გარემოში განათავსეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, დაფესვიანების შემდეგ მოსწავლეები ბზებს ბუნებრივ გარემოში გადაიტანენ.
ჩატარებულ აქტივობას კოლხეთის ეროვნული პარკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის