ილემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის წინ მინი სკვერი მოაწყვეს
23-11-2018
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ილემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სკოლის წინ მინი სკვერი მოაწყვეს.
მოსწავლეებმა დიდხნიანი მუშაობის შემდეგ ტერიტორია ჯერ დაასუფთავეს და ნარჩენებისგან გაწმინდეს, შემდეგ კი პედაგოგების დახმარებით მცენარეების ნერგები მოიტანეს და დარგეს.
მოსწავლეების დიზაინით შეიქმნა სკვერის დეკორიც. მათ მანქანის საბურავები და სხვადასხვა ნივთი გამოიყენეს სკვერის მოსაწყობად. ხეების გარდა მათ დარგეს ყვავილებიც, რამაც ბაღს სილამაზე შესძინა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის