პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრირებულ პირთა საყურადღებოდ!
23-11-2018
პროფესიული ტესტირების საბოლოო შედეგები ცნობილია. როგორც განათლების მართვის საინფორმაციო ცენტრი აცხადებს, პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვების შესახებ ინფორმაციის მიღება აპლიკანტებს ორი გზით შეუძლიათ.

„პროფესიული ტესტირების საბოლოო შედეგების გასაცნობად, გთხოვთ, ეწვიოთ სარეგისტრაციო ცენტრებს. ონლაინ რეგისტრირებულ აპლიკანტებს შესაძლებლობა გაქვთ შედეგები იხილოთ ვებ-გვერდზე: vet.emis.ge“, - აცხადებენ უწყებაში.

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ტესტირება მიმდინარე წლის 4 ნოემბერს ჩატარდა.

პროფესიული განათლების მიღებისათვის ასაკობრივი ზედა ზღვარი დაწესებული არ არის.

წელს პირველად, დუალურ პროგრამები ხელმისაწვდომი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაც. ისევე, როგორც წინა წლებში, მიმდინარე საშემოდგომო მიღებაზეც, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ენობრივი ბარიერის გამო ვერ ახერხებდნენ პროფესიული განათლების მიღებას, შესაძლებლობა ჰქონდათ ტესტირება რუსულ, სომხურ  ან აზერბაიჯანულ ენაზე გაევლოთ. ჩარიცხვის შემდეგ ისინი ქართული ენის შემსწავლელ მოდულს გაივლიან.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203