კიროვაკანის საჯარო სკოლაში ინტეგრირებული გაკვეთილები აქტიურად ტარდება
22-11-2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კიროვაკანის საჯარო სკოლის პედაგოგებმა გაიანე მაკარიანმა და ანთარამ კარაგოზიანმა სხვადასხვა კლასის მოსწავლეებთან ინტეგრირებული გაკვეთილები ჩაატარეს.
მოსწავლეებმა ხალისითა და აქტიურობით გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები, გააკეთეს პრეზენტაციები მშობლიურ ენაზე და შექმნეს და წარუდგინეს ერთმანეთს ხელოვნების ნიმუშები.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ისინი მომავალშიც განახორციელებენ სხვადასხვა ტიპის საინტერესო აქტივობებს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის