სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს
22-11-2018
ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა საშემოდგომო ღონისძიება გამართეს. სკოლის აღსაზრდელებმა საშემოდგომო კუთხე მოაწყვეს და შემოდგომის ნობათი გამოფინეს. მოსწავლეებმა ასევე თემატური ლექსები წაიკითხეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეებმა წარმოადგინეთ, თუ რამდენად მრავალფეროვანი და ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში და წელიწადის ეს ლამაზი დრო ღონისძიებით გააცილეს. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის