საქობოს საჯარო სკოლის მოსწავლემ სპორტულ შეჯიბრებაში წარმატებებს მიაღწია
22-11-2018
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საქობოს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი წარმატებებით დაიწყო.
სკოლის მე-9ა კლასის მოსწავლემ გიორგი მახარაშვილმა ბათუმში გამართულ კიგბოქსინგის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა, თბილისში გამართულ ორთაბრძოლებში კი - პირველი. გიორგი 48კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა.
„ის ეხლა ემზადება შეჯიბრებისთვის, რომელიც ნოემბრის ბოლოს თბილისში ჩატარდება. ვუსურვებთ მას წარმატებებს“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის