ბურნაშეთის საჯარო სკოლას ახალი სპორტული მოედანი ექნება
22-11-2018
ახალქალაქის, ბურნაშეთის საჯარო სკოლის სპორტული მოედნის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სკოლის წარმომადგენლის თქმით, სპორტულ მოედანის სარემონტო სამუშაოები უცხოეთში მცხოვრები ბურნაშეთელების ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
სარემონტო სამუშაოებში, როგორც სკოლის მოსწავლეები ისე მთელი სოფლის ახალგაზრდობაა ჩართული და სამუშაოებს სიამოვნებით ასრულებენ.
ცუდი ამინდების გამო სამუშაოები დროებით შეჩერდა და მათი განახლება გაზაფხულზე იგეგმება. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის