ჭალის საჯარო სკოლაში საკლუბო მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს
22-11-2018
შუახევის მუნიციპალიტეტის ჭალის საჯარო სკოლაში საკლუბო მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.
კურატორი მასწავლებელი გუგული დავითაძე გახლავთ.
აღნიშნულის ფარგლებში მოსწავლეებმა კლუბის ლოგო, დევიზი და წესდება შეიმუშავეს, პარალელურად კი სადებატო თემისთვის - „გაცნობა და კომუნიკაცია“ დავალება მიიღეს.
სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი ღონისძიებები გაგრძელდება.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის