ოყურეშის საჯარო სკოლის პედაგოგებმა სტატუსი აიმაღლეს
22-11-2018
ცაგერის მუნიციპალიტეტის ოყურეშის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სტატუსი აიმაღლეს.
სკოლის ორ პედაგოგს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
ოყურეშის საჯარო სკოლა ულოცავს მათ და წარმატებებს უსურვებს.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის