ჟდანოვის საჯარო სკოლის პედაგოგმა ნაირა მარიკიანმა უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა
22-11-2018
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, ჟდანოვის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა ნაირა მარიკიანს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭა.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, ჟდანოვის საჯარო სკოლაში ნაირა მარიკიანი პირველია, ვისაც აღნიშნული სტატუსი მიენიჭა.
სკოლის ადმინისტრაცია და პედკოლექტივი პედაგოგს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს.
მასწავლებელთა პრეფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები 4 კატეგორიად (პრაქტიკოსი, უფროსი, წამყვანი და მენტორი) გადანაწილდნენ. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის