ტურცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პროექტი - „მოგზაურობა დროში“ განახორციელეს
22-11-2018
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ტურცხის საჯარო სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, ქართული ენის პედაგოგის თამარ დევდარიანის ხელმძღვანელობით სასწავლო პროექტი - „მოგზაურობა დროში“ განახორციელეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, პროექტის ფარგლებში, სხვა აქტივობებთან ერთად, ჩატარდა ღია გაკვეთილი, რომელზეც წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა მიერ ჩატარებული მცირე კვლევები, პრეზენტაციები და ძველებური ნივთები.
„სკოლის დირექცია მიესალმება და ყოველთვის მხარს უჭერს მსგავსი ტიპის აქტივობების განხორიელებას“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის