ქვაბისხევის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების კლუბი შეიქმნა
22-11-2018
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ქვაბისხევის საჯარო სკოლაში „სასკოლო აქტივობების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში სამოქალაქო განათლების კლუბი შეიქმნა, რომელსაც ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაია მელიქიძე ხელმძღვანელობს.
ამ პროექტში VII, VIII, IX კლასის მოსწავლეები არიან ჩართულები.
პროექტის მიზანია მოსწავლეებმა არაფორმალური განათლების მიღების გზით სხვადასხვა აქტივობა განახორციელონ და ცოდნა გაიღრმავონ, შესაბამისად, აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბდნენ.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის