ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა ღონისძიებით გააცილეს
22-11-2018
თიანეთის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომა შთამბეჭდავი ღონისძიებით გააცილეს. ღონისძიებაზე მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები, სკეტჩები და წაიკითხეს ლექსები შემოდგომაზე, მოამზადეს თათარა და ამოავლეს ჩურჩხელები.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითთმმართველობის წარმომადგენლები, ახალსოფლის საბავშვო ბაღის თანამშრომლები და მშობლები ესწრებოდნენ.
„ზეიმი საკმაოდ პოზიტიური და ხალისიანი გამოვიდა. დიდ მადლობას ვუხდით ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ზეიმის ორგანიზებაში იყო ჩართული“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს