ნავარძეთის საჯარო სკოლამ „ჭიათურქალაქობაში“ მონაწილეობა მიიღო
22-11-2018
„ჭიათურქალაქობის“ ზეიმს ნავარძეთის საჯარო სკოლაც შეუერთდა, რომელმაც ღონისძიებაზე სოფლის ნობათი წარადგინა.
სკოლას სახალხო დღესასწაულზე საპატიო სტუმრებიც ეწვივნენ - იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სულხან მახატაძე და მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე.
სპეციალურად ამ დღესასწაულისთვის სკოლებს შორის ფეხბურთში შეჯიბრი გაიმართა, სადაც ნავარძეთის საჯარო სკოლამ მე-3 ადგილი მოიპოვა.
საპატიო სტუმრებმა სკოლის გუნდის კაპიტანი სიგელითა და გამარჯვების აღსანიშნავი თასით დააჯილდოვეს.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის