ორლოვკის საჯარო სკოლის სამ წარჩინებულ მოსწავლეს ლეპტოპები გადაეცა
22-11-2018
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ორლოვკის საჯარო სკოლას სამი წარჩინებული მეათეკლასელი მოსწავლე ჰყავს.
ამასთან დაკავშირებით მათ - ქართული სექტორის მოწაფეებს, თეა ჭელიძესა და ქეთი ვანაძეს და სომხური სექტორის მოსწავლე მარტუნ ნანაიანს კომპიუტერები გადაეცათ.
პროგრამას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს და იმ მოსწავლეებს აჯილდოვებს, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეს.