დამიის საჯარო სკოლაში სომხური ანბანის დღე გაიმართა
21-11-2018
მარნეულის მუნიციპალიტეტის დამიის საჯარო სკოლაში სომხური ანბანისა და თარჯიმანთა პროფესიული დღე აღინიშნა.
სომხეთში ეს დღესასწაული ტრადიციულად ოქტომბრის ყოველ მეორე შაბათს აღინიშნება და სომეხი ხალხი ასე გამოხატავს პატივისცემას მშობლიური დამწერლობისა და კულტურისადმი.
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, მოსწავლეებმა მშობლიურ (სომხურ) ენაზე წაიკითხეს ლექსები და შეასრულეს სიმღერები.
ღონისძიებას სომხური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლიუდმილა ნალბანდიანი ხელმძღვანელობდა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის