თბილისის 104 საჯარო სკოლის მოსწავლეებს ფლორისტული გაკვეთილი ჩაუტარდათ
21-11-2018
თბილისის №104 საჯარო სკოლის III კლასის მოსწავლეები, პედაგოგის ხელმძღვანელობით, დეკორატიული მცენარეების სანერგე „გარდენია შევარდნაძეში“ იმყოფებოდნენ.
მესამეკლასელებს „გარდენია შევარდნაძეში“ სამებაღეო და ფლორისტულ საკითხებთან დაკავშირებით ღია გაკვეთილი ჩაუტარდათ.
სკოლის წარმომადენლის თქმით, მოსწავლეებმა დეკორატიული მცენარეების პატარა სანერგე დაათვალიერეს. სხვადასხვა მცენარეები ნახეს და მათი მოვლა-პატრონობა ისწავლეს. მათ ასევე ფლორისტული გაკვეთილზე საკუთარი ხელით მოხატეს ქოთნები და ყვავილები დარგეს.
„ბავშვებმა დიდი სიამოვნებით შეასრულეს დავალებები. ისინი შთაბეჭდილებით აღსავსე დაბრუნდნენ სახლებში“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს