მცხეთის N2 საჯარო სკოლაში ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა
21-11-2018
მცხეთის N2 საჯარო სკოლაში ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიება „დღე გასაოცარი“ სკოლის ბიბლიოთეკის აქტიურმა მკითხველებმა ჩაატარეს და სკოლის წარმომადგენლის თქმით, ის მოსწავლეთა ეროვნულ-სარწმუნოებრივი სულისკვეთების გაღვივებას ემსახურებოდა.
„ღონისძიების ავტორი სკოლის ბიბლიოთეკარი დარეჯან ბარდაძე ყოველთვის აღტაცებულს ტოვებს დარბაზს, თავისი საინტერესო ჩანაფიქრითა და გადაწყვეტით, ამ ჯერზეც ასე მოხდა“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მცხეთის N2 საჯარო სკოლის ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის დარეჯან ბარდაძეს და ღონისძიების მონაწილე თითოეულ მოსწავლეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს