ოყურეშის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ
21-11-2018
ცაგერის მუნიციპალიტეტის, ოყურეშის საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები, დამრიგებლის გულნაზ გოლეთიანის ხელმძღვანელობით, სასწავლო-შემეცნებით ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ. სკოლის აღსაზრდელები ცაგერის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს და „გუჯას“ მუზეუმს ესტუმრნენ.
სკოლის აღსაზრდელებმა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაათვალიერეს და ლეჩხუმის ეთნოგრაფიას გაეცნენ, „გუჯას“ მუზეუმში კი ცნობილი ლეჩხუმელების ექსპოზიცია ნახეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეები ექსკურსიიდან სასიამოვნო შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს