ძირკვაძეების საჯარო სკოლაში „ეტალონის“ შესარჩევი ტური გაიმართა
21-11-2018
ძირკვაძეების საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ტური გაიმართა.
შესარჩევ ტურში მერვე, მეცხრე, მეათე და მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ტესტირების ჩატარების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული. ტესტირება „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
მასწავლებლისა და სპეცმასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამებზე მისაღებად 2302 ადგილია გამოყოფილი - 2112 ადგილი მასწავლებლის, ხოლო 190 - სპეციალური მასწავლებლებისთვის